Sunday, November 27, 2016

დღე 8
დღევანდელი დღე საინტერესო და ნაყოფიერი იყო. განვიხილეთ მოსწავლის თვითშფასების კითხვარი. გავეცანით სხვადასხვა ტიპის მოსწავლეებს, განვიხილეთ გარდნერის რვა ინტელექტის თეორია,

Sunday, November 13, 2016

დღე 6

 დღეს გავუკეთეთ კომენტარები თანამშრომლების რეფლექსიებს  ბლოგზე. გავუზიარეთ თანამშრომლებმა ერთმანეთს ჩვენი პროექტის გეგმები და გავუკეთეთ კომენტარები დრაივის გამოყენებით.
ტრენინგზე გავეცანით შეფასების კრიტერიუმებს და დავწერეთ რუბრიკა ჩვენი პრეზენტაციისათვის.

Saturday, November 12, 2016

დღე 5

დღეს ტრენინგზე გავეცანი თუ რამდენად მნიშვნელოვანია საავტორო უფლებების დაცვა. დავდექით მოსწავლის როლში და შევქმნენით პრეზენტაცია, სადაც გამოვყავით გაეკვეული პრობლემები, დავწერეთ აქტივობები, ასევე გავეცანით დიაგრამის შქმნას, დავასახელეთ ფაქტები, დავწერეთ რჩევები და რეკომენდაციები აღნიშნული  პროექტის ირგვლივ.

Sunday, November 6, 2016

დღე 4

თვითრეფლექსია  

 დღევანდელ ტრენიგზე ვიმუშავეთ, შეფასების გეგმებსა და შეფასების სტრატეგიებზე. განვიხილეთ შეფასების მეთოდები და შეფასების ინსტრუმენტები. გავიგეთ რომ არსებობს შეფასების ხუთი მიზანი, ერთი განმასაზღვრელი და ოთხი განმავითარებელი, გავეცანით მას მეორე მოდულის მესამე აქტივობაში .საკმაოდ საინტერესო და გამოსაყენებელი ინფორმაცია მივიღეთ ამ საკითხთან დაკავშირებით.მოსწავლეთა საჭიროებების შესაბამისად არსებული ინსტრუმენტის შექმნა დავიწყეთ

დღე 3

თვითრეფლექსია დღე 3

სტანდარტიდან გამომდინარე დავწერე პროექტის მიზანი. თითოეული ინდიკატორისთვის დავწერე მიზანი, რომელიც უნდა იყოს კონკრეტული და არა ბუნდოვანი. დავწერე ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები. გავიარე პირველი და მეორე მოდულის აქტივობები. გავეცანი პრეზენტაციას მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების შესახებ.